პროექტის
სახელწოდება:
წყალი და აგრესია.
პროექტის მთავარი იდეა: ნივთიერების აგრეგატული
მდგომარეობა. წყალი ბუნებაში სამ აგრეგატულ მდგომარეობაში გვხვლება. ამ პროექტში წყალს
განვიხილავთ, როგორც დამანგრეველს.
პროექტის აქტუალობა:
ამ პროექტის შემდეგ მოსწავლეები გაიგებენ, რომ წყალი ბუნებაში გვხვდება სამი სახით.
მყარი, აირადი,თევადი და პლაზმური. ისინი განიხილავენ რისგან შედგება წყალი.რა ზიანის
მოტანა შეუძლია წყალს სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში. მის აგრესიასთან რა ხერხებით
შეიძლება ვიბრძოლოთ.
პროექტის მიზნები: მოსწავლემ უნდა ისწავლოს,რომ
ყინული, წყალი და ორთქლი ერთი იგივე ნივთიერებაა. რომ წყლის, ორთქლის და ყინულის მოლეკულა
ერთნაირია და მხოლოდ მოლეკულებს შორის მანძილი და განლაგება იცვლება. მოსწავლეები იკვლევენ
მის ყველა აგრესიულ მოქმედებას. ეძებენ მასთან ბრძოლის ხერხებს.
მონაწილეთა ასაკი:
VIII წელი.
ვადა/ხანგრძლივობა:
ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები რაც შეიძლება
შეიქმნას: აღმოჩენა, ანალიზი, სქემა, ცდები, ვარაუდები,მსჯელობა,
დისკუსია, ცხრილები, თვალსაჩინოებაზე მუშაობა, მუშაობა ამოცანებზე. შეიქმნება ელექტრონული
ჩანაწერები, პრეზენტაციები,დაიდება გადაღებულლი სურათები, შეიქმნება ბლოგი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
წყალი, ყინული, კომპიუტერი, კალამი, რვეული, სურათები, ქიმიის და ფიზიკის სახელმძღვანელო,
ორთქლი, გუაშის საღებავი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
კლასი იყოფა ჯგუფებად. მოსწავლეები თემის გარშემო იწყებენ მსჯელობას. სვამენ კითხვებს.
კითხვებზე პასუხებით მიდიან სწორ დასკვნამდე. შემდეგ თითოეული ჯგუფი აირჩევს სასურველ
თემას პრეზენტაციისათვის. პირველი: რა ზიანი შეიძლება მოიტანოს წყალმა თხევად მდგომარეობასი.
მეორე: რა საფრთხეს უქმნის წყალი ბუნებას მყარ მდგომარეობაში. ერთი ჯგუფი ეცდება ცნობები
შეაგროვოს ქიმიის პედაგოგთან წყლის სტრუქტურაზე. რა თვისებები აქვს მას. დაევალებათ
ინფორმაცია მოიძიონ წიგნებიდან, ინტერნეტიდან. შეუძლიათ გააკეთონ პატარა გამოკითხვა
სოფელში, თუ რა ზიანი მოუტანია წყალს სოფლის მაცხოვრებლებისთვის. გამოიკვლიონ საქართველოს
რომელ კუთხეში რა ზიანს აყენებს წელიწადის სხვადასხვა დროს. როგორ ებრძვის ზიანს მოსახლეობა.
როგორი ზიანი მიუყენებია წყალს საქართველოსათვის სხვადასხვა წლებში. დროდადრო კლასში
იმსჯელებენ მიღწეულ შედეგებზე. ორი კვირის მერე თითოეული ჯგუფი გააკეთებს თავის პრეზენტაციას.
იმსჯელებენ. დასვამენ კითხვებს. გასცემენ პასუხებს. ბოლოს კი გამოიტანენ დასკვნებს
და შეაფასებენ თავიაანთ ნამუშევარს. შეიქმნება ბლოგი.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალის
მოძიება ფიზიკის, ქიმიის სახელმძღვანელოებიდან. საქართველოს ისტორია. გეოგრაფია. ხელოვნება.
კომპიუტერის მეშვეობით საჭირო მასალის მოძიება
ინტერნეტიდან.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნინო სინჯარაძე.
No comments:
Post a Comment